ფეხბურთი

16:54 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: "პოგბა გვაინტერესებს"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ფრანგულ ტელაერხ telefoot-თან საუბრისას ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის პოლ პოგბას მიმართ ინტერესი დაადასტურა.

"დიახ, მართალია. პოგბა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენ ის გვაინტერესებს, მაგრამ ახლა მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან ტანსფერების განხორციელების უფლება იანვრამდე აკრძალული გვაქვს", - განაცხადა ბართომეუმ.

22 წლის ფრანგი შუახაზელის "კამპ ნოუზე" შესაძლო გადასვლის შესახებ უკვე კარგა ხანია იწერება. პოგბას სატრანსფერო ფასი 70-დან 80 მილიონ ევრომდე მერყეობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113074