ფეხბურთი

13:57 | 8.06.2015 | ნანახია 5338 - ჯერ

“სიონმა” შვეიცარიის თასი მოიპოვა და ფედერერს გული დაწყვიტა

შვეიცარიის თასის ფინალში “სიონმა” ჩემპიონი “ბაზელი” 3:0 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი არსებობის ისტორიაში მეცამეტედ მოიგო. 1909 წელს დაარსებული კლუბი სუპერლიგის ჩემპიონი ორჯერ 1991/92 და 1996/97 წლების სეზონში გახდა.

ამ გამარჯვებით სიონელებმა შვეიცარიელ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს გული დასწყვიტეს. მაესტრო “ბაზელის” ფანია, მატჩსაც უყურებდა და საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ფინალსაც. როჯერის იმედები სტანისლავ ვავრინკამ გაამართლა, საყვარელმა გუნდმა კი – ვერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137401
5338