საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია. იტალიის “ემპოლის” შემტევს 7 ივნისს არ უვარჯიშია და მისი დაზიანების სიმძიმე 8 ივნისს გაირკვევა.
კვირას, ეროვნული გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბა, ვინაიდან შეკრებაზე დანიის “ორჰუსის” ფორვარდი მათე ვაწაძე გამოცხადდა, რომელმაც დანიის პირველ დივიზიონში სეზონი გოლით დაასრულა. მან თავი მეტოქეთა კარში გატანილ 20 ბურთს მოუყარა და პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 8 ივნისს საღამოს კახა ცხადაძის შეგირდები ლინცის სტადიონზე ივარჯიშებენ, სადაც 9 ივნისს უკრაინასთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. მომავალი შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველი არხი” გადასცემს.
ავსტრიაში შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია („ოლიმპიაკოსი“, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი („ტოსნო“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი“, კვიპროსი).
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი („ინტერი“, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), კახა ალადაშვილი („სკა ენერგია“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო“, რუსეთი), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ლაშა თოთაძე („დინამო“, საქართველო).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), კახა მახარაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გოგიტა გოგუა („სკა ენერგია“, რუსეთი), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), გიორგი პაპუნაშვილი (“დინამო”).
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი).