რაგბი

13:31 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი ქართველი Pro d2-ში დაწინაურდა

ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსმა” საფრანგეთის მესამე, ნახევრადპროფესიული ფედელარ 1-ის გათამაშება მოიგო, მასთან ერთად კი, მეორე ელიტარული დივიზიონის, Pro D2-ის საგზური ფინალში დამარცხებულმა, დავით ბოლღაშვილის გაწვრთნილმა გიორგი ჩხაიძისა და გიორგი სორდიას “ლილმაც” მიიღო.

რადგან ელიტა 2-ის საგზურს ორივე ფინალისტი იღებდა, ამ გუნდებისთვის უმნიშვნელოვანესი ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები იყო. “ლილს” პირველ მატჩში “ნევერი” 23:10 ყავდა დამარცხებული. ეს იყო ნევერის პირველი მარცხი მიმდინარე სეზონში და ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ მაშინ “ნევერმა” ბოლო წუთზე ლელო-გარდასახვა გაიტანა, 20-ის ნაცვლად 13-ქულიანი მარცხი განიცადა და განმეორებითი შეხვედრის წინ ფინალში გასვლის ფავორიტად მიიჩნეოდა.

თავიდან ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ პროგნოზი გამართლდებოდა. “ნევერმა” პირველ ტაიმში 3 ჯარიმა გაიტანა და ერთი გაუშვა (9:3), ხოლო მეორე ნახევრის დებიუტში უკვე ორი ლელო გაიტანა, ერთი გარდასახვა გამოიყენა და 21:3 დაწინაურდა. ეს შედეგი უკვე “ნევერს” აძლევდა ხელს, 53-ე წუთზე ჩხაიძე, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, სინბინით დაისაჯა და მალე მასპინძლებმა არეკნით უპირატესობა გაზარდეს. “ლილმა” 59-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა 18 ქულამდე დაიყვანა, ბოლოს მაგრად მოინდომა და ძალისმიერი მიძალება ჩხაიძის ლელოთი დასრულდა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და მიუხედავად იმისა, რომკ “ლილი” 13:24 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში ფინალში გასვლით Pრო დ2-ის საგზურიც მოიპოვა. სორდიამ შეცვლაზე 15 წუთი ითამაშა.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში, საბა ქართველიშვილის “შამბერს” “ექს-ან-პროვანსი” პირველ მატჩში 24:10 ყავდა დამარცხებული. “ექსმა” განმეორებით შეხვედრაში 14-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ქართველმალეგიონერმა მიიღო - ქართველიშვილი შევენებოს შემდეგ შეცვლაზე შევიდა. მასპინძლებმაპირველი ტაიმი 13:0 მოიგეს, მაგრამ “შამბერმა” მეორე ტაიმში მაგრად იბრძოლა და 79-ე წუთზე გატანილი ჯარიმის შემდეგ (12:24), ორი მატჩის შემდეგ ფინალში გასვლის პრეტენდენტად იქცა. მაგრამ ბოლო წუთზე ჯარიმა თავად გაუშვა, “ექს-ან-პროვანსმა” 27:12 იმარჯვა და ერთმა ქულამ ფინალში გაიყვანა.

ფედერალ 1 “ექს-ან-პროვანსმა” მოიგო. ფინალში მან “ლილი” 12:6 დაამარცხა. პირველი ტაიმი 6:6 დასრულდა, 67-ე და 76-ე წუთებზე კი, ქართველების გარეშე მოთამაშე “ექსმა” კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა. “ლილის” რიგებში ჩხაიძემ ამჯერადაც სრულად ითამაშა, ხოლო სორდია შეცვლაზე 65-ე წუთზე შევიდა.

0.131086