ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა გერმანულ Bild-თან თანამდებობის დატოვების შესახებ ისაუბრა.
“მე დავტოვე ფიფა, რომ ორგანიზაციაზე ზედმეტი ზეწოლა არ ყოფილიყო. დაინტერესებული ვარ, რომ ფიფა და ზოგადად ფეხბურთი დაცული იყოს ყოველგვარი უსამოვნებისგან. ჩემი გადაწყვეტილებაც ფეხბურთის კეთილდღეობიდან გამომდინარეობს. მალე რიგგარეშე კონგრესი დაინიშნება, სადაც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.”- განაცხადა ბლატერმა.
29 მაისს ბლატერი ფიფას პრეზიდენტად მეხუთედ აირჩიეს, თუმცა 2 დღის შემდეგ ის გადადგა და მიზეზად ფიფაში არსებული კორუფციული სკანდალი დაასახელა.