“მონაკო” ბელგიელი ფეხბურთელის, კევინ მირალაშის შეძენით დაინტერესდა. მირალაშს ინგლისურ “ევერტონთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება, თუმცა, შესაძლოა, კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვოს კლუბი.
გავრცელებული ინფორმაციით, მირალაშს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, რასაც “ევერტონიდან” ვერ მოახერხებს, “მონაკოს” კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზური მოპოვებული აქვს.
27 წლის ბელგიელს კარიერის დიდი ნაწილი ფრანგულ კლუბებში აქვს გატარებული. 2004 წლიდან 2008 წლამდე “ლილის” მოთამაშე იყო, 2008 წლიდან 2010 წლამდე კი “სენტ ეტიენში” თამაშობდა. ბელგიელმა ორი წელი საბერძნეთის “ოლიმპიაკოსშიც” დაჰყო, 2012 წლიდან კი მერსისაიდული გუნდის წევრია.