როგორც Sunday Mirror იუწყება, “საუთჰემპტონს” ალექს სონგის შეძენა სურს. თავად ფეხბურთელს სურს კლუბის დატოვება, “წმინდანებმა” კი მის სანაცვლოდ “ბარსელონას” 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზეს, თუმცა ამ ეტაპზე კლუბები სატრანსფერო თანხაზე არ შეთანხმებულან.
კამერუნელს წარმატებული პერიოდი ჰქონდა ლონდონის “არსენალში”, თუმცა შემდეგ “ბარსელონაში” გადავიდა, სადაც კარიერა ვერ ააწყო, ამის გამო გასულ სეზონში კატალონიურმა კლუბმა სონგი “ვესტ ჰემში” გაანათხოვრა.
სონგმა პრემიერლიგის ბოლო სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, ინგლისის ასოციაციის თასზე კი სამი მატჩი გამართა, ასევე უგოლოდ.