ჩემპიონთა ლიგის ფინალის (“ბარსელონა” - “იუვენტუსის”, 3:1) შემდეგ კატალონიელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს განსაკუთრებული შეხვედრა იყო.
“ეს ძალიან ამაღელვებელია. მე ამ დიდი ისტორიის ნაწილი ვარ. სიტყვები არ მყოფნის, როგორ აღვწერო ეს გამარჯვება. კარიერაში ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი მქონია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაზე განსაკუთრებული მოვლენაა ჩემთვის. ეს დღე ისტორიაში შევა.”- განაცხადა ნეიმარმა.
ნეიმარმა გუშინდელ მატჩში მესამე გოლი 97-ე წუთზე გაიტანა და შეხვედრის საბოლო ანგარიში დააფიქსირა.