ჩოგბურთი

14:15 | 7.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის დაკარგული შანსი

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ შტუტგარტში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 642 070 ევრო) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია.

კვალიფიკაციის პირველ წრეში ბასილაშვილი მე-3 ნომრად განთესილ კოლუმბიელ ალეხანდრო ფალას ეთამაშებოდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. ნიკოლოზი დასკვნით სეტში 5:4 დაწინაურდა და აწოდებდა, თუმცა, მაინც წააგო – 4:6, 6:3, 5:7.

0.117424