ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს მაინც კარგი სეზონი გამოუვიდა.
“მატჩის ბოლოს გუნდს შესანიშნავი სეზონის გამო მადლობა გადავუხადე. კარგი თამაში გამოვიდა - შანსებიც გვქონდა და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “ბარსელონას” ვეთამაშებოდით. ჩვენ თამაშის ხარისხი ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელი გვაქვს. კარგი სეზონი გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვერ მოვიგეთ. მომდევნო სეზონსაც დავიწყებთ და შევეცდებით, ტოპ კლუბებს შორის ადგილი გავიმყაროთ.” – განაცხადა იტალიელმა მწვრთნელმა.
“იუვემ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა. ბოლოს “ბიანკონერიმ” ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი 1995/96 წლების სეზონში მოიგო.