ავტოსპორტი

3:42 | 7.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის მეექვსე პოული

7 კვალიფიკაცია და 6 პოული - ეს ამ სეზონში ლუის ჰამილტონის მიღწევებია რიცხვებში გამოსახული. ჩემპიონმა მეექვსე კვალიფიკაცია მონრეალში მოიგო და ამაში, თანაგუნდელის უკან საბურავები დაეხმარა, რომელთა უხარისხობის გამო, ნიკო როსბერგმა გადამწყვეტ მომენტში ვერ შეძლო კონკურენციის გაწევა. არადა, მეორე ნაწილში, პირველ ორ სექტორში ყველაზე სწრაფი სწორედ როსბერგი იყო. მაგრამ ჰამილტონი მესამე სექტორში იმდენს უგებდა, რომ საბოლოოდ საუკეთესო დრო ჰქონდა.

„ეს არ იყო ყველაზე ადვილი დღე. კვალიფიკაციის დასაწყისში არც ვიცოდი, როგორ იყო მანქანა მომართული. მთავარია, რომ კარგი სიჩქარე გვაქვს“, - ამბობს ჰამილტონი, ვისაც მესამე თავისუფალ პრაქტიკაზე ავარია მოუვიდა. თუმცა, თავის კარიერაში 44-ე პოულის აღება მაინც შეძლო.

სხვათა შორის, ჰამილტონს ფ1-ში თავისი პირველი გამარჯვება სწორედ მონრეალში მოიპოვა (2007 წელს), სულ კი კანადური რბოლა სამჯერ აქვს მოგებული. რბოლაშიც მთავარი ფავორიტი სწორედ ის იქნება. სხვათა შორის, კანადის დიდი პრიზის პოული როსბერგმა შარშან მოიგო, თუმცა ამჯერად როგორც თავად განაცხადა, მანქანის უკანა ნაწილი ისე არ იდგა, როგორც მას სურდა, ამან კი მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა.

კვალიფიკაცია პირველივე ნაწილის შემდეგ დაასრულა სებასტიან ფეტელმა, ვის „ფერარიზეც“ თბური ენერგიის აღდგენის სისტემა გაჭირვეულდა. მისი ბედი ფელიპე მასამაც გაიზიარა და მასაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა. საერთოდ არ უასპარეზია ჯენსონ ბატონს, რომელიც რბოლას პიტლეინდან დაიწყებს. მისი წარუმტებლობაც აგრეგატის გაუმართაობამ განპირობა, არადა მონრეალში „ჰონდამ“ მოდიფიცირებული აგრეგატი ჩაიტანა.

მეორე რიგში ორი ფინელი, კიმი რაიკონენი და ვალტერი ბოტასი დადგება, მათ უკან კი ადგილს „ლოტუსის“ პილოტები - რომენ გროჟანი და პასტორ მალდონადო დაიკავებენ. აღსანიშნავია, რომ „მერსედესის“ ძრავებით მოასპარეზე რვა პილოტიდან, შვიდი ათეულში შევიდა. მათ შორის მხოლოდ მასამ ვერ შეძლო მოხვედრა.

კანადის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:14.393
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:14.702
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:15.014
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:15.102
  5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:15.194
  6. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:15.329
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:15.614
  8. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:16.079
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:16.114
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:16.338

- - - - - - - - - -

  1. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:16.042
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:16.245
  3. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:16.262
  4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:16.276
  5. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:16.620

- - - - - - - - - -

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:17.344
  2. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:17.886
  3. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:19.133
  4. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:19.157
  5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) დროის გარეშე

http://autopanoramaf2.blogspot.com/

0.170572