ფეხბურთი

22:14 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძე-სხირტლაძის გოლები და "ორჰუსის" აღზევება

“ორჰუსმა” დანიის სუპერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. დანიის პირველი დივიზიონის 2014-15 წლების სეზონის ბოლო, 33-ე ტურში “ორჰუსმა” შინ 5:3 დაამარცხა “აბ კოპენჰაგენი”. გამარჯვებულთა შორის მათე ვაწაძემ სრულად ითამაშა, “ორჰუსის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა დავით სხირტლაძე, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს. 38-ე წუთზე “ორჰუსის” ფეხბურთელთაგან სტუმართა კარში მეორე გოლი დავით სხირტლაძემ გაიტანა, 45-ე წუთზე კი მათზე ვაწაძემ 3:0 დააფიქსირა. დანიის 12-გუნდიან პირველ დივიზიონში “ორჰუსი” 61 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა, რაც სუპერლიგაში აღზევებას ნიშნავს.

მათე ვაწაძემ 2014-15 წლების დანიის პირველ დივიზიონში 32 მატჩი გამართა და 20 გოლი გაიტანა. დავით სხირტლაძემ 17 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 3 გოლია. "ორჰუსის" კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელ დავით დევდარიანს ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა.

ესტონეთის მეისტრლიგის მე-15 ტურში “კალევმა” სტუმრად 2:0 დაამარცხა “კალიუ”, რომლის შემადგენლობაში რუსეთის მოქალაქე იგორ ჩემინავამ სრულად ითამაშა, 62-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. ესტონეთის 10 გუნდიან ჩემპიონატს “კალიუ” 33 ქულით ლიდერობს.

პოლონეთის პირველ დივიზიონში ბოლო, 34-ე ტურის მატჩები გაიმართა. "არკა" სტუმრად "გკს კატოვიცეს" დაუზავდა (0:0). "არკას" განაცხადში ოთარ ჯავაშვილი ვერ ვიხილეთ. პოლონეთის 18 გუნდიან პირველ დივიზიონში "არკა" 43 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა.

0.116293