ფეხბურთი

21:40 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტი “ბეტისს” უახლოვდება

როგორც AS-ი იუწყება, “ბეტისი” შესაძლოა რაფაელ ვან დერ ვაარტით გაძლიერდეს. 32 წლის ჰოლანდიელ ფეხბურთელს “ჰამბურგთან” კონტრაქტის ვადა მიმდინარე თვეში ეწურება, რის შემდეგაც მოთამაშე “ბეტისში” გადასვლას აპირებს.

ვეტერანმა ცაციამ მადრიდის “რეალის” მაისურით ესპანეთის პრიმერადივიზიონში ორი სეზონი ითამაშა, საერთო ჯამში კი 58 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

გასულ სეზონში ვან დერ ვაარტმა “ჰამბურგის” შემადგენლობაში ბუნდესლიგის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.

საინტერესოა, რომ რაფაელს ესპანური ფესვები აქვს, მას მამა ჰოლანდიელი ჰყავს, დედა კი ესპანელი.

0.122145