ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მეკარემ როჟერიო სენიმ ფეხბურთის თამაში დეკემბრის თვემდე გადაწყვიტა. 42 წლის კიპერმა “სან პაულუსთან” კონტრაქტი სწორედ 2015 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. ამ კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ კი ფეხბურთელი კარიერას დაასრულებს.
სენის თავისი კარიერის განმავლობაში სახელი განთქმული მარტო მეკარეობით არ აქვს. სამხრეთამერიკელ კიპერს აქამდე მეტოქეთა კარში 128 გოლი გაუტანია.