კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ საკუთარ თანაგუნდელებზე ისაუბრა. ესპანელმა ბრაზილიელი ფორვარდი შეაქო.
“ნეიმარი წარმოუდგენელი, წარმოუდგენელი პიროვნებაა, როგორც პიროვნულად, ასევე სათამაშო დონით. როდესაც ლიონელ მესი კარიერას დაასრულებს, ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იქნება.” – განაცხადა ჩავიმ.
ნეიმარმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2013 წელს “ბარსელონაში” გადასვლის დროს ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენდა, მას შემდეგ კი მისმა ღირებულებამ 30 მილიონი ევროთი აიწია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლორია -კაკაბაძე კაშია კვერკველია ტაბიძე- კანკავა კვეკვესკირი- კვარაცხელია ყაზაიშვილი ოქრიაშვილი-ქვილითაია ზამენაზე დვალი ხოჭოლავა დავითაშვილი გვილია შენგელია
100 მაგალითი რომ გიდევს ცხვირწინ, რომ ასეთი ამბები ყველა ტყუილი გამოდგა და 101-ეს მაინც იჯერებ... მარაზმია უკვე, რა