ფეხბურთი

18:50 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი: “იუვეს” წარმატება ფეხბურთელების დამსახურებაა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონი დღეს დასრულდება. “იუვენტუსი” და “ბარსელონა” ევროპის 2015 წლის საუკეთესო გუნდის ვინაობას გაარკვევენ. უეფას ფრანგმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, რომელსაც ფეხბურთელობისას ეს ტურნირი იტალიური გრანდის რიგებში მოუგია, “სქაი სპორტთან” “იუვენტუსის” შესახებ ისაუბრა.

“იუვენტუსმა” ფინალამდე შესანიშნავი გზა გაიარა. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელსაც შესანიშნავი გულშემატკივრები და მნიშვნელოვანი პრეზიდენტი ჰყავს. “ბებერმა ქალბატონმა” მცირე დროში რთული პერიოდის დაძლევა და აქამდე მისვლა მოახერხა. მას შემდეგ რაც ანდრეა ანიელი პრეზიდენტი გახდა “იუვე” ძალიან გაიზარდა. მწვრთნელზე ცოტა რამის თქმა შემიძლია, იმიტომ, რომ კონტესა და ალეგრის შორის პარალელის გავლება ჩემთვის რთულია. ეს წარმატება უფრო მეტად ფეხბურთელების დამსახურებაა”, - ამბობს პლატინი.

“იუვენტუსი” – “ბარსელონას” შეხვედრა დღეს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

0.127022