ფეხბურთი

18:38 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლის” სარი გაწვრთნის

იტალიურ “ნაპოლის”, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ უმწვრთნელოდ დარჩა, უახლოეს ხანებში მაურიციო სარი ჩაიბარებს. ამის შესახებ გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს. ამავე წყაროს ინფორმაციით, სარი ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სასტუმრო “ვეზუვიოში” შეხვდა, სადაც მათ ივახშმეს და კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრეს. თუ იტალიელ ჟურნალისტებს ვერწმუნებით, სარი “ნაპოლისთან” ოფიციალურ კონტრაქტს ორშაბათს, 8 ივნისს გააფორმებს.

“ნაპოლიმ” გასული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა, რის შემდგომაც მთავარი მწვრთნელის პოსტი რაფაელ ბენიტესმა დატოვა. მაურიციო სარი კი ლევან მჭედლიძის “ემპოლის” ავარჯიშებდა, რომელსაც სერია A-ში ადგილი შეუნარჩუნა.

0.115656