ფეხბურთი

17:43 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიფაში საშუალო ხელფასი 242000 ევროა

ფიფას თანამშრომელთა საშუალო წლიური ხელფასი მსოფლიოს ყველა წამყვანი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის თანამშრომლებისაზე მაღალია. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

ფიფას თანამშრომლის საშუალო ხელფასმა 2014 წელს 242000 ევრო შეადგინა. ამ მაჩვენებლით ფიფა შვეიცარიის კერძო სექტორის ყველა კომპანიას სჯობს და ქვეყნის ერთ-ერთ კერძო ბანკსაც უთანაბრდება.

საერთაშორის ოლიმპიურ კომიტეტში 2014 წელს საშუალო ხელფასმა 217000 ევრო შეადგინა, ხოლო უეფაში – 117000 ევრო.

მაგალითად, 2013 წელს ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირის თანამშრომლები წელიწადში საშუალოდ 108000 ევროს იღებდნენ, ხოლო ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის – 100000 ევროს.

თეგებიფიფა
0.113481