ფეხბურთი

17:33 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” ალეიქს ვიდალი დაიმატა

ესპანური sport-ის ინფორმაციით, “სევილიას” ესპანელი ნახევარმცველი ალეიქს ვიდალი კატალონიის “ბარსელონას” წევრი გახდება. ფეხბურთელი უკვე დასთანხმდა 5-წლიან კონტრაქტს. აღნიშნული ფაქტის ოფიციალურად გახმაურება კი “ბლაუგრანას” საპრეზიდენტო არჩევნებამდე იგეგმება.

“ბარსელონას” ტრანსფერების განხორციელების უფლება არ აქვს, ამიტომ, როგორც ესპანური გამოცემა იუწყება, ვიდალი გუნდთან ერთად ივარჯიშებს, მაგრამ 2016 წლამდე ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. “ბარსას” ალეიქსის სანაცვლოდ ანდალუსიურ კლუბს 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

გასულ სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანელმა გუნდთან ერთად ევროპის ლიგის გათამაშებაც მოიგო.

0.062576