ფეხბურთი

15:43 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “იმედია თასს ვაკოცებ”

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. ტურინის “იუვენტუსი” და კატალონიის “ბარსელონა” ევროპის უძლიერესი გუნდის სახელს გაარკვევენ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კატალონური გრანდის ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ფინალში თამაში ჩემი ბავშვობის მიზნის ასრულებაა. იმედია მაქვს, რომ ბერლინში თასს ვაკოცებ და ბუფონს გოლს გავუტან. იგი შესანიშნავი მეკარეა. როდესაც ფლეისთეიშენს ვთამაშობდი მას ვირჩევდი მეკარის პოზიციაზე”, - განაცხადა ნეიმარმა.

აღნიშნული მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

0.150397