ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელშიც ერთმანეთს “იუვენტუსი” და “ბარსელონა” შეხვდებიან, პრესკონფერენციაზე “იუვეს” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონიც წარსდგა.
“ბარსელონა” ფავორიტია, მაგრამ უშანსოდ არც ჩვენ ვართ. ერთმანეთს ორი დიდი გუნდი შეხვდება, რომელთაც მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნიათ. ტერ-შტეგენს წარმატებულ და ხანგრძლივ კარიერას ვუსურვებ, ბევრ გამარჯვებასთან ერთად, თუმცა ეს კვირიდან უნდა დაიწყოს”, - დასძინა ბუფონმა.
აღსანიშნავია, რომ ვეტერან მეკარეს აქამდე ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია და დღეს ამ ტიტულის მოპოვების შანსი კიდევ ერთხელ ექნება. მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.