კალათბურთი

12:32 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირვინგი ფინალში ვეღარ ითამაშებს

Espn-ის ცნობით, “კლივლენდ კავალიერსის” გამთამაშებელი კაირი ირვინგი მუხლის ტრავმის გამო, გუნდს ფინალში ვეღარ დაეხმარება.

წყაროს ცნობით, ირვინგს გამოკვლევებმა მუხლის მოტეხილობა დაუდგინა. კაირის ტრავმის აღდგენით პროცესს 3 ან 4 თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამთამაშებელი სუპერფინალში გუნდს ვეღარ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ “კლივლენდის” გამთამაშებელმა დაზიანება “გოლდენ სტეიტთან” სუპერფინალის პირველ შეხვედრაში სათამაშო ეპიზოდში მიიღო.

ირვინგი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში გუნდს 21.7 ქულას, 3.2 მოხსნას და 5.2 პასს აკეთებდა.

0.137305