ესპანურმა “სევილიამ” უნაი ემერისთან კონტრაქტი ოფიციალურად გააგრძელა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ესპანელი მწვრთნელი ანდალუზიელებს 2017 წლამდე გაწვრთნის. შეგახსენებთ, რომ ემერის ხელმძღვანელობით, სევილიელებმა 2014 და 2015 წელს უეფა-ს ევროპის ლიგა მოიგეს და მის სახელს არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებდნენ.