ჩოგბურთი

0:47 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი პანტიანის ტურნირის ნახევარფინალშია

პანტიანში დასასრულს უახლოვდება მორიგი 10-ათასიანი ტურნირი და სასიხარულოა, რომ ნახევარფინალისტთა შორის ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველიც იმყოფება.

მე-4 ნომრად განთესილმა მეტრეველმა პირველ რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ვლადისლავ ჩუმაკს 6:3, 7:5 სძლია, შემდეგ კანადელი კევინ კილარი 6:4, 6:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი პოლონელი კაროლ დრჟევიეჩკი გაანადგურა – 6:0, 6:0.

ფინალის საგზურისთვის ქართველი ჩოგბურთელი პირველი რეიტინგის მქონე რუს ვიკტორ ბალუდას შეერკინება, მე-2 ნახევარფინალში კი იტალიელი მარკო ბორტოლოტი (მე-3) და პოლონელი პაველ ჩიასი (მე-5) ითამაშებენ.

ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა მერვედფინალში ალექსანდრე ბაკშის 6:7 (3:7), 7:5, 6:3 სძლია, რომელმაც მანამდე შოთა მეფარიძეს 6:4, 6:3 მოუგო. პირველივე წრეში გიორგი ცივაძემ გიორგი ჯავახიშვილი დაჯაბნა – 7:6 (7:3), 7:5, შემდეგ კი ფრანგ გაბრიელ პეტისთან 2:6, 0:4 აგებდა, როდესაც თამაში შეწყვიტა.

კიდევ 1 ქართველი ჩოგბურთელი ირაკლი მეტრეველი მე-6 ნომრად განთესილ გერმანელ ბასტიან ვაგნერს ვერ გაუმკლავდა – 1:6, 4:6.

ქართველები არიან გასულნი წყვილთა ტურნირის ნახევარფინალშიც. ჯავახიშვილმა და ალექსანდრე მეტრეველმა მერვედფინალში სომეხ ავეტისიანს და რუს ბარიშევს 7:6 (7:1), 7:5 მოუგეს, მეოთხედფინალში კი ცივაძე და ამერიკელი გურევიჩი დაჯაბნეს – 6:4, 6:3.

ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელები პირველი რეიტინგის მქონე იტალიელებს – ბორტოლოტის და მონკაგატოს გაეჯიბრებიან, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი პოლონური (ჩიასი-ნოვაკი) და რუსული დუეტები (ბალუდა-კალინინი) ითამაშებენ.

0.114139