როგორც Daily Express იუწყება, “ევერტონი” რაულ მეირელეშით დაინტერესდა. 32 წლის ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 3 მილიონი გირვანქა სახელდება.
სტამბოლის “ფენერბაჰჩეს”ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგაში 2010-12 წლებში თამაშობდა, თითო-თითო სეზონით “ლივერპულისა” და “ჩელსის” წევრი იყო, “არისტოკრატებთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი თურქულ კლუბში გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეირელეშის დამატება ასევე სურს “ნაპოლის”. უახლოეს პერიოდში გაირკვევა, როგორ წარიმართება პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრის კარიერა.