ჩოგბურთი

19:50 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკა პირველი ფინალისტია

საფრანგეთის ღია პირველობის შარშანდელ გათამაშებაში შვეიცარიელი სტენ ვავრინკა პირველივე წრეში დამარცხდა, წლეულს კი “როლან გაროსის” მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის პირველი ფინალისტი გახდა. ნახევარფინალში ვავრინკამ კორტის მასპინძელ ჟო-ვილფრიდ ცონგას 6:3, 6:7, 7:6, 6:4 მოუგო და საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მეორედ გავიდა სადიდსლემო ტურნირის ფინალში. 2014 წლის ავსტრალიის ღია ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში ვავრინკამ ესპანელ რაფა ნადალს სძლია.

ვავრინკა-ცონგას სანახევარფინალე დაპირისპირება 3 საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. სტენმა 15 ეისი, 3 ბრეიკი შეასრულა და აფროფრანგთან პირადი შეხვედრების ანგარიში 4:3 გახადა. ვავრინკას საფინალე მოწინააღმდეგეს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ბრიტანელი ენდი მარეის ნახევარფინალი გამოავლენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109314