ფეხბურთი

15:25 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატერაცი: "ფინალში ლამაზ ფეხბურთს ვუქომაგებ"

2006 წლის 9 ივლისს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს ბერლინმა უმასპინძლა. იმ შეხვედრაში გარდა იმისა, რომ პლანეტის უძლიერესი გუნდი გამოვლინდა, საინტერესო ის იყო, რომ ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცის თამაშის მიმდინარეობისას მკერდში თავი უთავაზა.

9 წლის შემდგომ "ოლიმპშტადიონზე" მატერაცი დაბრუნდება, ოღონდ ამჯერად მაყურებლის რანგში. "ინტერის" ყოფილი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის ფინალს ტრიბუნიდან მიდევნებს თვალს. გამოცემა "ტუტოსპორტის" ჟურალისტი ამ მატჩთან დაკავშირებით მარკოს გაესაუბრა და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც გამოვიდა.

- მატერაცი, "იუვენტუსს" უგულშემატკივრებ?

- ბერლინში უპირველეს ყოვლისა იმისთვის მივდივარ, რომ ლამაზი შეხვედრა ვნახო ორი ძალიან ძლიერი გუნდის შესრულებით. "ბიანკონერის" არ ვუგულშემატკივრებ, მაგრამ ნეიტრალური ვიქნები.

- კი, მაგრამ არანაირი კავშირი არ გაქვთ ალეგრის გუნდთან?

- არა, აბსოლუტურად. ინტერისტას "იუვენტუსის" გამარჯვება არასდროს გაახარებს. თანაც, მათ ჩვენი ჰეთ-თრიქი არ უნდა გაიმეორონ, რომელიც 2010 წელს შევასრულეთ.

- "იუვენტუსს" უნდა ჰქონდეს იმედი, რომ კატალონილეთა სამ “მონსტრ” შემტევს შეაჩერებს?

- სათქმელად რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ "იუვე" გაიმარჯვებს ეს დამსახურებული იქნება. არ ვიზიარებ კრიტიკას იმაზე, რომ თითქოს მათ კენჭისყრის დროს გაუმართლათ, როცა "დორტმუნდი" და "მონაკო" შეხვდათ.

- თქვენი აზრით, "იუვენტუსის" განვლილი გზა საჩემპიონოა?

- დიახ. თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გახვედი და ნახევარფინალში მადრიდის "რეალს" აჯობე, ეს დამსახურებულია.

- "იუვენტუსის" სამ ფეხბურთელს - პირლოს, ბარძალის და ბუფონს ბერლინში თქვენთან ერთად მსოფლიო თასი აქვთ მოგებული. გაიმარჯვებენ ისინი ისევ ბერლინში?

- 9 წლის შემდეგ იმავე სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო მეტად ჯიჯისთვის და ბარძალისთვის იქნება სტიმული, ამის შემდეგ მათ ყველაფერი მოგებული ექნებათ. პირლოს კი ეს ტიტული "მილანში" უკვე მოგებული აქვს.

0.120285