კალათბურთი

14:00 | 5.06.2015 | ნანახია 1546 - ჯერ

ამერიკელზე სლოვენიაც დაფიქრდა
საქართველოს ნაკრების მეტოქე ბრაიანტ დანსტონს აკვირდება

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე სლოვენია ამერიკელი კალათბურთელის დამატებაზე ფიქრობს. Siol.net-ის ცნობით, ის, შესაძლოა, ბრაიანტ დანტსონი გახდეს.

როგორც ირკვევა, სლოვენიელთა თავკაცი იურე ზდოვცი გაძლიერებაზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც ნაკრებში თამაშზე უარი თქვა ბენო უდრიჰმა და სავარაუდოდ, იგივეს მოიმოქმედებს ნაკრების ლიდერი გორან დრაგიჩი. გასაკვირი ისაა, რომ ხსენებული კალათბურთელები უკანახაზელები არიან, დანსტონი კი პირეოსის “ოლიმპიაკოსში” ცენტრის ანაც მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს.

საინტერესოა, რომ ერთადერთი ამერიკელი, რომელსაც აქამდე სლოვენიელთა მაისური მოურგია, არიელ მაკდონალდია. მან რამდენიმე მატჩი 2011 წელს ჩაატარა. სლოვენიაში ასევე არ ყოფილან დაბადებული ალენ ომიჩი, მირზა ბეგიჩი, ჰასან რიზვიჩი, იურიცა გოლემაცი, ემირ პრელჯიჩი, ალეკსანდარ ჩაპინი და მილიან გოლიოვიჩი.

თუკი ისევ დანსტონს დავუბრუნდებით, აღვნიშნავთ, რომ ის ბერძნულ გრანდში 2013 წლიდან ირიცხება და ქართველი გიორგი შერმადინის თანაგუნდელიც ყოფილა. 29 წლის ამერიკელის სიმაღლე 2.03 მეტრია, წონა – 114 კგ. და მას ჩინებული ნახტომი აქვს.

აღსანიშნავია, რომ წლეულს ბრაიანტი ევროლიგის საუკეთესო დამცველად ზედიზედ მეორედ დაასახელეს. მან ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, საშუალო მონაგარი კი 7.1 ქულა, 4.4 მოხსნა და 1.1 დაფარება ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015 5-20 სექტემბერს ერთბაშად ოთხ ქვეყანაში შედგება. საქართველოს და სლოვენიის ნაკრებები ზაგრებში დაგეგმილ C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები მასპინძელი ხორვატია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდიაც იქნებიან. საქართველოს და სლოვენიის ნაკრებთა მატჩი 6 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:28 | 05.06.2015
In vino veritas (2107)

წინაზე დრაგიჩიან სლოვენიასთან გვქონდა კარგი შანსი და ეხლა მით უმეტეს ვალდებულები ვიქნებით მოვუგოთ. ზაზას და ნიკას ფორმა მაძლევს ასე ოპტიმისტურად ფიქრის საშუალებას ჩვენი მაღლები სერიოზულ ხოდზე არიან

16:25 | 06.06.2015
sabonis (9584)

ნიკა თუ წაიყვანეს კი. ამათი

19:08 | 05.06.2015
Buratino (3505)

ვააა, არ ვიცოდი თუ გორან დრაგიჩი შესაძლოა დააკლდეს სლოვენია ევრობასკეტზე! ბენო უდრიხს არ ვთვლი სლოვენიისთვის დიდ დანაკარგად მაგრამ თუ დრაგიჩი (ან მითუმეტეს დრაგიჩები) არ იქნებიან, მაშინ სლოვენიას ნაღდად უნდა მოვუგოთ. არა მგონია რომ ამ ზანგმა გორანი სათანადოდ შეცვალოს

16:39 | 05.06.2015
sabonis (9584)

დრაგიჩები არ იქნებოდეს და ამას რაღაცას ვუზამთ,

15:44 | 05.06.2015
dixdavid (458)

ისე, თუ დრაგიჩებმა არ ითამაშეს, სლოვენიის დამარცხება მაინცდამაინც არ უნდა გაგვიჭირდეს.

16:52 | 05.06.2015
BEERTRANCE (97819)

იმედია მასეც იქნება

14:15 | 05.06.2015
Torres9 (12692)

ერთი ამერიკელი თუ არ გყავს გუნდში რაა მამულიDDDD ხუმრობის გარეშე აზერებს 3 ამერიკელი ყავთ თან რა დონისანი არიან,კეროლი ხო საერთოდ ზე დონეა

16:38 | 05.06.2015
sabonis (9584)

აზერებს კალატბურთში? თან სამი?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155454
სარეკლამო ადგილი - 99
X x X