Sky Sport-ის ინფორმაციით, პრემიერლიგაში დაბრუნებულმა “უოტფორდმა” კიკე სანჩეს ფლორესს ორწლიანი კონტრაქტი გაუფრომა. ჯერჯერობით კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ესპანელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბამდე მადრიდის “რეალის” ახალგაზრდულ გუნდს, “ხეტაფეს”, “ვალენსიას”, “ბენფიკას”, მადრიდის “ატლეტიკოს”, “ალ-აჰლის” და “ალ-აინს” წვრთნიდა. საუკეთესო პერიოდი “როხიბლანკოსთან ერთად ჰქონდა, როდესაც გუნდს უეფას ევროპის ლიგა და სუპერთასი მოაგებინა.
“უოტფორდმა” ოფიციალურად დაადასტურა ლიტველი მეკარის გიედრიუს არლაუსკისის დამატება. აგრეთვე მოსალოდნელია, რომ გუნდში იჯარით მოთამაშე თავდამსხმელი მატეი ვიდრა “უდინეზეს” არ დაუბრუნდება და ინგლისურ კლუბში ორწლიანი იჯარის წესით ითამაშებს.