როგორც ბერძნული Gazzetta იუწყება, პირეოსის “ოლიმპიაკოსი” შესაძლოა ბრაზილიელმა მეკარე რობერტო ხიმენესმა დატოვოს, რომელიც გიორგი ლორიას რეალურ კონკურენტად მოიაზრება.
შესაძლოა, ლორიასა და რობერტოს კონკურენცია არ შედგეს, რადგან 29 წლის მეკარეს კლუბის დატოვება სურს. ბერძნული კლუბის ხელმძღვანელობა რობერტოს წასვლის შემთხვევაში არგენტინელი სერხიო რომეროს შეძენას გეგმავს, რომელიც “სამპდორიას” წევრია.
რობერტო ირიცხებოდა მადრიდის “ატლეტიკოში”, “სარაგოსაში”, “უელვასა” და ლისაბონის “ბენფიკაში”. მის მსგავსად საკმაოდ გამოცდილია სერხიო რომერო, რომელიც 2009 წლიდან არგენტინის ეროვნული ნაკრების მუდმივი წევრია.
ნებისმიერ შემთხვევაში გიორგი ლორიას ძლიერი კონკურენტი ეყოლება.