როგორც Daily Mail იუწყება, “ბოკა ხუნიორსში” იჯარის წესით მყოფი პაბლო ოსვლადო “საუთჰემპტონში” დაბრუნდება. არგენტინულმა კლუბმა ოსვალდოს შეძენა არ ისურვა. 29 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები კი “საუთჰემპტონს” ეკუთვნის. ასე რომ ოსვალდო კვლავ ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშებს.
ოსვალდომ “ბოკა ხუნიორსის” მაისურით პირველად მიმდინარე წლის იანვარში ითამაშა. მან საერთო ჯამში არგენტინის ჩემპიონატის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.
იტალიის ეროვნული ნაკრების წევრი ლანუსშია დაბადებული. ახალგაზრდულ ასაკში “ლანუსის,” “ბანფილდისა” და “ურაკანის” საფეხბურთო სკოლებში თამაშობდა, 2005 წელს კი “ურაკანის” ძირითად გუნდში დააწინაურეს. კარიერის განმავლობაში რამდენიმე იტალიურ კლუბში ითამაშა, ასევე იყო “ესპანიოლის” მოთამაშე, 2013 წელს კი კონტრაქტი “საუთჰემპტონთან” გააფორმა.