ფეხბურთი

14:21 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოედტი "ლაციოში" ითამაშებს

იტალიის სერია A-ს ბინადარმა "ლაციომ" ჰოლანდიური "ალკმაარიდან" 21 წლის მცველი ვესლი ჰოედტი დაიმატა. ახალგაზრდა ჰოლანდიელმა კლუბის ტელევიზიასთან პირველი რომაული კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, იგი რომში დასასვენებლად არ ჩასულა და "ლაციალეს" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ეცდება.

"ყველა თამაში არ მინახავს, მაგრამ როდესაც "ალკმაარის" თამაშები "ლაციოს" მატჩებს არ ემთხვეოდა, მათ ყველა შეხვედრას ვუყურებდი. იტალიური ფეხბურთი ძველ სიმაღლეს დაუბრუნდა, რაზეც "იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაც მოწმობს.

სტეფან დე ვრეისთან უკვე ვისაუბრე და მან "ლაციოზე" ბევრი კარგი მითხღა. სერია A ერედივიზიონისგან ბევრად განსხვავდება. აქ უფრო მაღალი დონეა და დიდი მნიშვნელობა ტაქტიკურ ფეხბურთს ენიჭება.

მჯერა, რომ "ლაციო" ჩემთვის იდეალური გუნდი იქნება. რომში დასასვენებლად არა, მაგრამ სათამაშოდ ნამდვილად ჩამოვედი", - განუცხადა ჰოედტმა lazio tv-ის.

აღსანიშნავია, რომ ჰოედტი და "ლაციო" ჯერ კიდევ იანვარში შეთანხმდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა სეზონი ჰოლანდიურ გუნდში ჩაამთავრა, რომლის რიგებშიც ერედივიზონში 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.126725