ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი ანდრეა პირლო შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გუნდიდან წავიდეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა as-ი იტყობინება. ამავე წყაროს ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელის შემდეგი ნავსაყუდელი ამერიკული MLS-ის ბინადარი "ნიუ-იორკ სიტი" იქნება, რომლის ღირსებას ესპანელი დავიდ ვილია და ინგლისელი ფრენკ ლამპარდი იცავენ.
ანდრეა პირლო "იუვენტუსში" 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს და “შავ-თეთრებთან” მიმდინარე კონტრაქტი კიდევ წლით აკავშირებს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების წინ კი თავად ფეხბურთელემა განაცხადა, რომ ამ ტურნირის მოგების შემთხვევაში სათამაშოდ ევროპის მიღმა წავიდოდა.