ფეხბურთი

13:32 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი ტრავმირებულია

იტალიის ჩემპიონ ტურინის "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ წამყვანი მცველი ჯორჯო კიელინი დაუშავდა. 30 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ფეხზე დაზიანება გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო. იტალიელ მოთამაშეს გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება და მისი ტრავმის ხარისხიც დადგინდება.

სამაგიეროდ, "ბებერ ქალბატონს" მეორე გამოცდილი მცველი ანდრეა ბარძალი დაუბრუნდა, რომელმაც რამდენიმე დღიანი უქმობის შემდეგ ვარჯიში განაახლა.

"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში 6 ივნისს, ბერლინში კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

0.114011