ფეხბურთი

11:27 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კონდოგბია “ინტერს” და “არსენალს” სურთ

როგორც Daily Mirror იუწყება, მილანის “ინტერი” და ლონდონის “არსენალი” 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის ჟოფრი კონდოგბიას შეძენით დაინტერესდნენ. “მონაკოს” საყრდენი ნახევარმცველის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 25 მილიონი გირვანქა სახელდება.

კონდოგბია “ლანსის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 2010-12 წლებში “ლანსის” ძირითად გუნდში თამაშობდა, შემდეგ ერთი სეზონით “სევილიაში” განაგრძო კარიერა, 2013 წელს კი ფრანგულ ფეხბურთს დაუბრუნდა და “მონაკოსთან” 2018 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.

კონდგობია გამოირჩევა კარგი ფიზიკური მომზადებით, ამავდროულად ტექნიკური თვისებებითაც ხასიათდება. მას უთამაშია საფრანგეთის ყველა ასაკობრივ გუნდში, 2013 წლიდან კი ეროვნული გუნდის წევრია.

0.126304