ფეხბურთი

11:08 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულმა გუნდმა ავსტრიაში მზადება დაიწყო

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც კახა ცხადაძე თავკაცობს, ავსტრიაში 3 ივნისს პირველად ივარჯიშა. გუნდი საკურორტო დაბა ვინდისგარშტენის სასტუმრო “დილიში” დაბინავდა.

ცხადაძის განკარგულებაში 20 ფეხბურთელია. თანაგუნდელებს გურამ კაშია, მათე ვაწაძე და ლაშა დვალი უახლოეს პერიოდში დაემატებიან.

ავსტრიულ შეკრებაზე გამოძახებული 23 ფეხბურთელის სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია („ოლიმპიაკოსი“, საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი („ტოსნო“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი“, კვიპროსი).

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი („ინტერი“, აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია“, კვიპროსი), კახა ალადაშვილი („სკა ენერგია“, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო“, რუსეთი), ლაშა დვალი („ქასიმფაშა“, თურქეთი), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ლაშა თოთაძე („დინამო“, საქართველო)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), კახა მახარაძე („ფახთაქორი“, უზბეკეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე („ვოლინი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), გოგიტა გოგუა („სკა ენერგია“, რუსეთი), ლევან ყენია („სლავია“, ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი).

საქართველო-უკრაინის ამხანაგური მატჩი 9 ივნისს ავსტრიის ქალაქ ლინცში ჩატარდება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. 13 ივნისს ვარშავაში პოლონეთი-საქართველოს შეხვედრა სტარტს 20:00 საათზე აიღებს.

0.191344