გელზერნკირხენის “შალკეს” მარცხენა მცველი კრისტიან ფუხსი, მომდევნო სეზონიდან, “ლესტერ სიტიში” ითამაშებს. ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერი დაადასტურა.
“ლესტერის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 29 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მან “მელიებთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კრისტიან ფუხსი “შალკეში” 2011-2015 წლებში თამაშობდა. მან გელზენკირხენელთა მაისური 133-ჯერ მოირგო და თავი 8 გოლით გამოიჩინა. აქედან 27 მატჩი და 3 გოლი 2014/15 წლების სეზონზე მოდის.