გუშინ “როლან გაროსზე” ფედერერი თანამემამულე სტენ ვავრინკასთან 4:6, 3:6, 6:7 დამარცხდა. მატჩის შემდეგ როჯერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, ფედერერის თქმით, ვავრინკას “საფრანგეთის ღია პირველობის” მოგების კარგი შანსი აქვს.
“ვფიქრობ გასაოცარი არაფერი ყოფილა, ვავრინკა ასე კარგად რომ გამოიყურებოდა. ის კარგი ჩოგბურთელია. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სტენს “როლან გაროსის” ტურნირის მოგების კარგი შანსი აქვს. ვიცი, რომ მე უკეთესად თამაში შემიძლია. ჩემთვის ამ სეზონში მთავარ მიზანს უიმბლდონის მოგება წარმოადგენს. მინდა ინგლისში ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი ვაჩვენო და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ტურნირი მერვედ მოვიგო”- განაცხადა როჯერ ფედერერმა.
დიდი სლემის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი “უიმბლდონი” სტარტს 29 ივნისს აიღებს.