ფეხბურთი

16:15 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალი ჰუსეინი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კვლავ მიიღებს

2015 წლის ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ალი ჰუსეინმა განაცხადა, რომ ბლატერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და იგი ფეხბურთის სამსახურში კვლავ იქნება.

“ვფიქრობ ბლატერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ყოველთვის ფეხბურთის სამსახურში ვარ და ვაკეთებ ყველაფერს, რათა ფიფა სწორ გზას დაადგეს. ეროვნული ასოციაციების სამსახურში ვარ და მათ დასახმარებლად ჩემ წვლილს შევიტან.” – განაცხადა ალი ჰუსეინმა.

პრინცმა ალიმ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ტურში 73 ხმა მიიღო, ხოლო შვეიცარიელმა 133. საბოლოოდ მეორე ტურში ალი ბინ ალ-ჰუსეინმა კანდიდატურა მოხსნა.

0.120407