თამაშგარე

12:03 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნა ლის გოგო ეყოლა

დიდი სლემის 2-გზის ჩემპიონი ჩინელი ნა ლი 33 წლის ასაკში დედა გახდა. ყოფილ მეჩოგნეს დღეს დილით ქალიშვილი შეეძინა, ბავშვს ელისი დაარქვეს.

ნა ლიმ 2014 წლის სექტემბერში მუხლის ტრავმის გამო კარიერა დაასრულა, მაგრამ მაშინვე გავრცელდა ჭორები, რომ ტრავმა არაფერშუაში იყო, ბულვარული პრესა იუწყებოდა, რომ ნა ლი ორსულად არისო.

ნა ლის 2014 წლის თებერვალში მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი ეკავა, ჩინეთის ყველაზე ტიტულოვან ქალ ჩოგბურთელს ორი დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული (2011 - საფრანგეთის ღია პირველობა, 2014 – ავსტრალიის ღია პირველობა).

თეგებინა ლი
0.138409