ჩოგბურთი

0:36 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ძირითად ბადეშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ საფრანგეთის ქალაქ მარსელში მიმდინარე 100-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

კალაშნიკოვამ კვალიფიკაციაში 3 გამარჯვება იზეიმა. ოქსანას გადამწვეტი მატჩი გერმანელ ვივიან ჰეისენთან ჰქონდა, რომელსაც 6:3, 6:2 სძლია.

ძირითად ბადეში ქართველი გოგონას მეტოქე მე-5 ნომრად განთესილი ალეკსანდრა კრუნიჩი იქნება.

წყვილთა ტურნირში მე-4 ნომრად განთესილი კალაშნიკოვა და რუსი ევგენია როდინა ძალებს პარაგვაულ-ამერიკულ დუეტთან (სეპედე როიგი-მუჰამადი) მოსინჯავენ.

0.135723