მსოფლიო ფეხბურთის მართველი ორგანიზაციის, ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი თანამდებობიდან გადადგა, მიზეზად კი ფიფაში არსებული კორუფციული სკანდალი დასახელდა.
“ჩემი მანდატი ყველას მიერ არ იყო მხარდაჭერილი. მე ვარ დაკავშირებული ფიფასა და უეფას ინტერესებთან. ეს ინტერესები ჩემთვის ძვირფასია და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება” – განაცხადა ბლატერმა.
ბლატერი ფიფას პრეზიდენტად ახალი ოთხწლიანი ვადით 29 მაისს გამართულ კონგრესზე აირჩიეს. ამგვარად მისი გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით მოულოდნელი იყო. ის ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ბლატერის წინააღმდეგ არაერთმა ცნობილმა ფიგურამ გაააკეთა განცხადება. მათ შორის იყვნენ დიეგო მარადონა და უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი.