ბათუმის “დინამო” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩებს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართავს. აღნიშნული ცნობა “მსოფლიო სპორტს” ბათუმის “დინამოს” დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა დაუდასტურა.
პარადოქსია, მაგრამ ამდროისთვის ევროსაგზურის მომპოვებელ კლუბს საკუთარი სტადიონი და ბაზა არ გააჩნია.
რაც შეეხება ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს, აქ არაერთ ცნობილ კლუბს უთამაშია. მათ შორის “ჰელსინგბორგს,” ლვოვის “კარპატს,” “ანორთოსისს,” “დიორ ეტოს,” ბაქოს “ნეფთჩისა” და მოლდოვურ “დაჩიას.”
მრავალწლიანი ჩავარდნის შემდეგ აჭარულმა კლუბმა კვლავ მოიპოვა ევროსაგზური. “დინამომ” 2014-15 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატში 58 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და 6 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ გორის “დილას”.