უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ ფომენკომ ინტერნეტპორტალ matchday.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 9 ივნისს საქართველოს ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატჩამდე მეტოქეს აუცილებლად შეისწავლის.
- საქართველოს ნაკრების თამაშს შეისწავლით?
- რა თქმა უნდა, ორიოდე მატჩს აუცილებლად ვნახავ.
- საქართველოსთან სპარინგში ექსპერიმენტულ შემადგენლობას გამოიყენებთ თუ ისინი ითამაშებენ, ვინც შემდეგ ლუქსემბურგთან მატჩში მოედანზე გავა?
- ორივე ამოცანის გადაწყვეტას შევეცდებით. გარდა ამისა, პირველ ყოვლისა, რთული სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელების მდგომარეობა უნდა შევაფასოთ. ვნახავთ ვინ როგორ ფორმაშია და საქართველოსთან შემადგენლობას მხოლოდ ამის შემდეგ განვსაზღვრავთ.