ფეხბურთი

17:56 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას კლუბს 9 მილიონი ევრო ჩამოაჭრეს

დნეპროპეტროვსკის “დნიპრო”, რომელშიც ჯაბა კანკავა გამოდის, უეფას ევროპა ლიგაზე გამომუშავებულ საპრიზო თანხას ძველი ვალების გამო ვერ მიიღებს.

საერთო ჯამში, ფინალში გასულ “დნიპროს” უეფასგან 9 მილიონი ევრო ეკუთვნოდა, მაგრამ გადაცემა “ველიკი ფუტბოლის” ინფორმაციით, ეს თანხა სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერმანულ კომპანია Hochtief-ს ჩაერიცხება.

ამ კომპანიამ დნეპროპეტროვსკელთა საშინაო სტადიონი “დნიპრო-არენა” ააშენა და უკრაინული საფეხბურთო კლუბისგან კუთვნილი თანხა ბოლომდე არ მიუღია. სამუშაოს შემსრულებლებისთვის “დნიპროს” ვალი 11 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115373