ზაპოროჟიეს “მეტალურგის” ნახევარმცველი ვალერიან გვილია, ინტერნეტპორტალ ua-football.com-ის ვერსიით, უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში, “მეტალურგმა” სტუმრად კიევის “დინამოსთან” 2:2 ითამაშა, ხოლო უკრაინის მოქალაქე ქართველმა შუახაზელმა გვილიამ სრულად იასპარეზა და საგოლე პასი მიითვალა.
“დინამო”-“მეტალურგის” მატჩის შუა ხაზში საინტერესო ბრძოლა წარიმართა, რომელმაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ზაპოროჟიელთა ახალგაზრდა საყრდენ ნახევარმცველ ვალერიან გვილიას ისეთ მოთამაშეებთან მოუწია დაპირისპირება, როგორიც სიდორჩუკი, ველოზუ და ბელანდა არიან. კიეველებიდან თავისი საუკეთესო თვისება ვერავინ გამოავლინა. მეტიც, 21 წლის ნახევარმცველი “მეტალურგის” ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა და მოედნის ცენტრში საიმედო თამაშის გარდა, პარტნიორებს შეტევაში ეხმარებოდა. სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ “დინამოს” საჯარიმოში, ჩანცევის შეგირდებმა ანგარიში გაათანაბრეს და საბოლოოდ, კიევიდან ფრე წაიღეს – 2:2 - იუწყება უა-ფოოტბალლ.ცომ გვილიას შესახებ, რომელსაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია და ცოტა ხნის წინ, უკრაინის 21-წლამდელებში გამოიძახეს.
ზაპოროჟიელთა პირველ გუნდში წელს 2014-2015 წლები სეზონში დაწინაურებული გვილია სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დინამოოოოოოოოოოოოო ცოტა გამოცოცხლდი ტრანსფერებზე ... მიკოლი ითრირტ მიკოლიიიიიი
დინამო ოცნება უნდა აგვისრულო
ის კაცი დფაიკარგა ლადო 94 სიახლეებს წერდა ხოლმე დიანმოზე
და არავის იმატებნ? კარგი ეს ჩისკო მეორე ფორვარდად ზამენა მაინც არ უნდა ყავდეს. ან კიდევ დამდგარ დაცვას ესენი გოლს ვერ გაუტანენ არც ჩისკოა ტარანისებრი ფორვარდი და არც დვალი, ორივე ტეხნიკაზე აკეთებენ აქცენტს დიანმოდ კი კაი მუტრუკი ფორვარდიც უნდა რო დაცვა გაიტანოს მაღალი ბურთები მოიგოს და სტანდარტბზე იბრძოლოს მცველებთAნ
მალე
ცამოვალ დინამო და რამოდენიმე თვე ვივლი თამაშებზე აუცილებლადსანამ მანდ ვიქნები ((
მიყვარს ამდენი სტატია როა დინამოზე

მაგრამ სუყველა ვიცოდი გულს მაინც უხარია
AU TBILISSHI RATO AR VCXOVROB RAA.....
YVEL AMATCHZE VIQNEBI TQVENI FANI BICHEBO...
GTXOVT YVELA MIDI DA UBALEISHCHIKET DINAMOS SADAA RUSEBIS MOSAGEBI TAN MEOMZADEBIT PIRVELI MATCHISATVIS IMEDIA WELS BEVR WARMAATEBAS MIVAGWEVS
DINAMO DINAMO DINAMO!!!!
GLADIATOR...!!!