ფეხბურთი

17:08 | 2.06.2015 | ნანახია NaN - ჯერ

გოგუა და ალადაშვილი “სკა-ენერგიიდან” მიდიან

რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” მომავალ სეზონში მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი და საყრდენი ნახევარმცველი გოგიტა გოგუა აღარ დაეხმარებიან. ამის შესახებ ინტერნეტპორტალ onedivision.ru-ს ხაბაროვსკული კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა განუცხადა.

მისი თქმით, გუნდს ორი ქართველი ლეგიონერის გარდა, გორის “დილას” ყოფილი ფორვარდი ბრაზილიელი ნათან ჟუნიორიც დაემშვიდობება. ფელდმანმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველ გუჯა რუხაიას შენარჩუნება სურთ და ამ თემაზე ფეხბურთელს ესაუბრებიან.

განვლილ სეზონში, 31 წლის გოგუამ “სკა-ენერგიაში” 23 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, ხოლო ამავე ასაკის ალადაშვილმა 26 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.

საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ორივე 9 ივნისს ავსტრიაში უკრაინასთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის და 13 ივნისს, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში პოლონეთთან ვარშავაში ჩასატარებელი შეხვედრისთვის გამოიძახა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:55 | 18.08.2020
100% (432)

გაალამაზებს, ლალიგას.

02:29 | 18.08.2020
davidinho (1027)

კარგია

0.064639