იტალიური “ნაპოლის” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მადრიდში ჩაფრინდა. გუშინ კი საწვრთნელი ბაზაც მოინახულა. 55 წლის მწვრთნელმა პირველი კომენტარი უკვე გააკეთა: “მზად ვარ და მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას. ოცნება ახლა იწყება? დიახ.”
მოსალოდნელია, რომ ესპანელი სპეციალისტი “სამეფო კლუბთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ყოველწლიურად ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს. რაფას წარდგენა “რეალში” უახლოეს მომავალში მოხდება.