ფეხბურთი

14:49 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” კრონ-დელი გაიფორმა

დანიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ვიგოს “სელტას” შემტევი ნახევარმცველი მაიკლ კრონ-დელი მომდევნო სეზონიდან “სევილიას” მაისურით იასპარეზებს. ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.

გასული სეზონი დანიელმა 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. კრონ-დელის დანიის ნაკრებში 49 მატჩი ჩაუტარებია და თავი 6 გატანილი გოლით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს.

0.125646