ფეხბურთი

14:02 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“უოტფორდი” პროდლით გაძლიერდა

ავსტრიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ბრემენის “ვერდერის” ყოფილი მცველი სებასტიან პროდლი კარიერას პრემიერლიგაში დაბრუნებულ “უოტფორდში” გააგრძელებს. 27 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში ავსტრიელმა გერმანული კლუბის მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს.

0.118756